суббота, 19 декабря 2009 г.

კომპიუტერი და ოცდამეერთე საუკუნე


პროექტის სახელი--ოცდამეერთე საუკუნე და კომპიუტერი

პროექტის აღწერა--კომპიუტერი დაუკითხავად შემოიჭრა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და მნიშვნელოვნად შეცვალა იგი. ჩვენი ყოველდღიური თუ პროფესიული საქმიანობა სულ უფრო მეტად მოითხოვს ისტ-ის ცოდნასა და სისტემატურ გამოყენებას. მაგრამ როგორც ყველაფერს, ისე ისტ-საც აქვს თავისი უარყოფითი მხარეები. ისტ-ის ზეგავლენა განსაკუთრებით მოზარდის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე ძალზე დიდია. ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ. სწორედ ამ პრობლემის გაანალიზებაა ჩვენი პროექტის მიზანი.

პროექტის სრული აღწერა:
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები სახელმძღვანელოებიდან, ჟურნალებიდან, ინტერნეტიდან შეაგროვებენ საჭირო ინფორმაციას ისტ-ის ზეგავლენის შესახებ მოზარდის ჯანმრთელობაზე, მის ფსიქიკაზე. აიღებენ ინტერვიუებს სპეციალისტებისაგან (ექიმებიდან, ფსიქოლოგებიდან) ჩაატარებენ სოციალურ კვლევას ამ საკითხთან დაკავშირებით, მოამზადებენ პრეზენტაციას.


მონაწილეთა ასაკი- პროექტში მონაწილეობას მიიღებს მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები( 13-14 წლის მოოზარდები).

ვადები /ხანგრძლივობა: 2010 წლის მარტი-მაისი

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჟურნალ-გაზეთებიის დამუშავება, ინფორმაციის ანალიზი, გამოკითხვის საშუალებით შეგროვებული ინფორმაციის დამუშავებით დიაგრამებისა და სქემების აგება.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები დაეუფლებიან ინტერვიუს აღების, კითხვარის შედგენის, ინფორმაციის მოძიების და მისი დამუშავების უნარ-ჩვევებს,
მიღებული ცოდნის საფუძველზე გაუჩნდებათ მოტივაცია დაიცვან ჰიგიენის წესები და ურჩიონ ეს სხვებსაც.

სარგებელი სხვებისათვის:ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება გამოიყენოს: მოსწავლეების მიერ შეგროვებული სტატისტიკური მონაცემები, ექიმებისა და ფსიქოლოგების მიერ მოცემული რჩევებით შექმნილი ბუკლეტები და საინფორმაციო ფურცლები, ვებ-გვერდი/ბლოგი.

სამუშაო ენა: ქართული

მონაწილეები სხვა სკოლებიდან: გამოკითხვაში მონაწილეობას მიიღებენ ქალაქის ხუთი სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები.

საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან , ეროვნულ სასწავლოო გეგმასთან კავშირი:
ბიოლოგია, მათემატიკა, ინფორმატიკა.

პროექტის ფასილიტატორი: ნ.ბოლქვაზე/ბიოლოგიის მასწავლებელი/

ფასილიტატორის ელ-ფოსტა: bolqvadzenino@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: www. nino-bolqvadze.blogspot.com